The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამედ იუსუფ ჯაფაროვი

მამედ იუსუფ ჯაფაროვი
Date of birth:14 March, 1885
Date of death:15 May, 1938  (at 53 years)
Category:Diplomat, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. აზერბაიჯანის ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი. პარტია მუსავატის წევრი. საშუალო განათლება ბაქოში მიიღო. 1912 წელს წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში მოსკოვში ჩამოაყალიბა აზერბაიჯანული დიასპორის გაერთიანება. 1912 წელს რუსეთის მეოთხე დუმის არჩევნებზე, არჩეულ იქნა ბაქოს, განჯისა და ერევნის გუბერნიის მუსლიმთა მიერ, დუმაში შევიდა კადეტთა ფრაქციაში. დუმის ტრიბუნიდან აკრიტიკებდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ ცარისტულ პოლიტიკას. 1917 წლის 15 ნოემბერს ჯაფაროვი შევიდა ქართველ სოციალ-დემოკრატ ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით შექმნილ ამიერკავკასიის კომისარიატში, იკავებდა მრეწველობისა და ვაჭრობის კომისრის პოსტს. შედიოდა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. 1918 წლის 28 მაისს ხელი მოაწერა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ფათალ ხან ხოისკის მეთაურობით შექმნილ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ მთავრობაში 20 დღით იკავებდა მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტს. 1918 წლის ზაფხულში მ. ჯაფაროვი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა. მონაწილეობა მიიღო 1918 წლის სექტემბერში თბილისში გამართულ ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის ამიერკავკასიის ბონების გამოყენების შესახებ მოლაპარაკებებში. 1918 წლის ნოემბერში თბილისში გაიმართა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენელმა. 1919 წლის დასაწყისში დატოვა საქართველოში ელჩის თანამდებობა, მის ნაცვლად აზერბაიჯანის ელჩად დაინიშნა ვექილოვი. 1919 წლის მარტში მ. ჯაფაროვი დაინიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრად. 1920 წლის თებერვლ-აპრილში ასრულებდა აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომრის მოვალეობას (ალიმანდარ თოფჩიბაშევის არყოფნის გამო). საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, როგორც აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა ბოლშევიკებთან დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა. შემდგომში ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში. საბჭოთა დიდი ტერორის პერიოდში დააპატიმრეს და დახვრიტეს, წარსულში ნაციონალისტური საქმიანობის გამო.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.544-545


Share: