Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალი სამსონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1957 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ "საბჭოთა აჭარის" რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად; 1980 წლიდან იყო ჟურნალ "ჭოროხის" მთავარი რედაქტორი; მისი პირველი მოთხრობა "მე და ჩემი დიასახლისი" 1957 წელს გამოქვეყნდა; გამოცემული აქვს წიგნები: "ჩემი შვილი სიმონი" (1963), "ჩვენ ნიჭიერები ვართ" (1968), "წვიმიანი მზიანეთი" (1976), "შალვა ჩემო სიხარულო" (1983), "წვიმაში დაწერილი მოთხრობები" (1981), "ფეხბურთი თავით უნდა ითამაშო" (1985) და სხვ; ალექსანდრე სამსონიას პიესები ("ზღვა და სიყვარული", "ძველი ქოლგა", "ვაჩე ვაჩეიშვილი", "მონაწილე ვარ თქვენი მწუხარების", "ორმოცწლიანთა კლუბი", "ზღვა, მზე და სიყვარული" და სხვ.) სამი ათეული წლის მანძილზე იდგმებოდა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე; მწერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელი მიენიჭა ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას, სახლზე განთავსებულია მემორიალური დაფა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 9.-თბ.,1985.-გვ.33; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.44; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.186 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |