The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოშია ჩხაიძე

შოშია ჩხაიძე
Legal name:ალექსანდრე ჩხაიძე
Date of birth:29 February, 1924
Date of death:27 January, 1998  (at 73 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი (ფერიის სასაფლაოზე), ბათუმი
Category:Playwright, Writer, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მაგრამ ომის გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და ფრონტზე წასულიყო; დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1954 წელს. 

მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ჟურნალისტმა; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან, რადიოსთან; სხვადასხვა დროს მუშაობდა: მასწავლებლად, აჭარის რადიოში (კორესპონდენტად, რედაქტორად, მთავარ რედაქტორად); იყო ჟურნალ "ლიტერატურული აჭარის" ლიტერატურული მუშაკი, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის აჭარის განყოფილებას.პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1951 წელს; მოთხრობების პირველი კრებული 1955 წელს; პროზაული კრებულები: "უგვირგვინო იუბილარი" (1958), "უძლეველი" (1961), "როცა მთავრდება ბავშვობა (1965), "ზღვა და ქალიშვილი" (დოკუმენტური მოთხრობა, 1969) "ზღვის შვილი" (1966), "ქალაქში ერთი ეზოა" (1968); აგრეთვე პიესები: "ხიდი" (1973), "როცა ქალაქს სძინავს" (1977), "თავისუფალი თემა", "შთამომავლობა", "ჩვენებურები" (1991), "ერთხელ" (1998), "ჩინარის მანიფესტი" და სხვ; ჩხაიძის პიესები წარმატებით იდგმებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების, აგრეთვე გერმანიის, ბულგარეთის, ჩეხეთის (ჩეხოსლოვაკია), ჩინეთის თეატრების სცენებზე. მიღებული აქვს გამომცემლობა "ნაკადულის" პირველი პრემია, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია, "ხუთწლიანი მატიანეს" ლაურეატის საპატიო წოდება (1981). მწერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელი მინიჭებული აქვს ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.172; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.geსაინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.201

Member of Organizations

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, თავმჯდომარე (1974-1998)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1973 - აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: