შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ნინუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რადიოტექნიკის ფაკულტეტი რადიოინჟინრის სპეციალობით 1967 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1987 წელს. 1967-1968 წწ. მუშაობდა თბილისის რადიოტექნიკურ ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1968-1972 წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ, 1992 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 1997 წლის 8 ოქტომბრიდან 1998 წლის 12 აგვისტომდე იყო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, "მოდულის" უფროსი;1998 წლის 18 დეკემბრიდან 2000 წლის 29 აპრილამდე უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის უფროსი; 2003 წლის 25 მარტიდან 2004 წლის 24 თებერვლამდე მუშაობდა უშიშროების სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფისა და სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის უფროსად (სამმართველოს უფროსად); გენერალ-მაიორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.210; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.121-122; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.294 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |