The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია გიგუაშვილი

ანდრია გიგუაშვილი
დაბადების თარიღი:1967  (58 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით 1990 წელს.

1990-1993 წწ. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "რადიანში" ინჟინრად; 1993-2003 წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 2003-2004 წწ. ამავე სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ქვეგანყოფილების უფროსად.; 2004 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს სპეციალისტად.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.211

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის

გააზიარე: