The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე ჯიბლაძე

მარინე ჯიბლაძე
Date of birth:11 May, 1975  (49 years)
Category:Linguist, Historian, Scientist, Translator, Explorer, Philologist

Biography

დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მაგისტრატურა ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე ჩინეთის მიმართულებით (1997), ხოლო შემდგომ მოიპოვა ჩინეთის სახელისუფლებო სტიპენდია და სწავლა განაგრძო დოქორანტურაზე ჩინეთში, ქალაქ ნანკინში, ნანკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში სპეციალობაზე ჩინური ფილოლოგია და ლინგვისტიკა, დაიცვა ხარისხი უშუალოდ ჩინური ენის გრამატიკაში (2005). მისი დისერტაციის ნაწილი გამოქვეყნდა ჩინეთის ძალიან პრესტიჟულ რეფერირებად ჟურნალში "ლინგვისტიკა" (2005). 

საქართველოში დაბრუნებისთანავე დაინიშნა ჩინური მიმართულების ხელმძღვანელად; შემდეგ თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური მიმართულების პროფესორად (2009), სადაც ჩამოაყალიბა ჩინური ენისა და კულტურის ცენტრი - კონფუცის ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც დაინიშნა (2010). 2017 წელს მისი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ინიციატივით ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გაიხსნა; 2018 წელს მუშაობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩინური ენის ექსპერტად, სადაც შეიმუშავა დაწყებითი და საბაზო საფეხურების ეროვნული სასწავლო გეგმა; 2019 წელს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად იწყებს მუშაობას ჩინური ენის ქართულ ენაზე ტრანსკრიფციისა და ტრანსლიტერაციის ნორმებზე; წლების განმავლობაში იწვევდნენ ჩინეთში უნივერსიტეტის სტუდენტების ჩინური ენისა და კულტურის საერთაშორისო კონკურსის "ჩინური ენის ხიდი" ფინალურ ტურზე ჟიურის წევრად; 2016 წლიდან დაინიშნა პეკინის ენების უნივერსიტეტის მიწვეულ პროფესორად, სადაც კითხულობს ლექციებს ჩინური ენისა და ჩინური ენის სწავლების სპეციფიკის შესახებ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქოტორანტურის ჩინელი და უცხოელი სტუდენტებისთვის; მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში  და სხვადასხვა ღონისძიებაში სინოლოგიის მიმართულებით. 2018 წელს მარინე ჯიბლაძე მიიწვიეს ჟენევაში გაეროს ჩინური ენის დღის ღონისძიებაზე, სადაც მან ჩაატარა ლექცია-პრეზენტაცია. 2016 წელს განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ჩინეთის ხელისუფლების ჯილდო. პროფესორი, სინოლოგი.

Member of Organizations

  • ევროპის ჩინური ენის სწავლების ასოციაცია, წევრი (2019-)
  • მსოფლიოში ჩინური ენის სწავლების ასოციაცია, წევრი (2010-)
  • პეკინში ჩინური თარგმანების, ჩინეთის პოპულარიზაციისა და კვლევის ცენტრის სპეციალისტთა კომისია, წევრი (2016-)
  • საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი, დამფუძნებელი (2016-)

Awards and Honors

  • 2013 - ღირსების ორდენი
    საგანმანათლებლო და სამეცნიერო დარგში წვლილის შეტანისთვის

Bibliography


Share: