The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ბოლოთაშვილი

გივი ბოლოთაშვილი
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1940
გარდაცვ. თარიღი:25 ივნისი, 2023  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1965 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლათინური ამერიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1969 წელს.

1969-2005წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1969-1970წწ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ლაბორანტი; 1970-1975წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ასისტენტი; 1975-1982წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1981-1982წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1982 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისა და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის დოცენტი. 1996-1999წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: ბლოკი "საქართველოს აღორძინების" სიით,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის  და აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 97

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)

გააზიარე: