შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ჯაჯანაშვილი![]()
ბიოგრაფიათბილისის ქართული გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის განყოფილებაზე. საქართველოში დაბრუნების შემდგომ თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან ("ივერია", "ცნობის ფურცელი"...). პოლიტიკურ, სალიტერატურო თემებზე წერილებს აქვეყნებდა "გ. ბარელის", "გ. ბარველის" ფსევდონიმით. იყო ბელეტრისტი, მთარგმნელი და რედაქტორი. შეადგინა არჩილ ჯორჯაძის თხზულებათა მე-6 ტომი. იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოს "სახალხო გაზეთის" რედაქტორ-გამომცემელი. რედაქტორობდა აგრეთვე გაზ. "დროშას". სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით შეიყვანეს საქართველოს ეროვნულ საბჭოში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა საკანონმდებლო საქმიანობაში. იყო პარლამენტში ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარების შესახებ კანონის ავტორი. შეეწირა 1937 წლის რეპრესიებს. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.546 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |