The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დაჩი ნანობაშვილი

დაჩი ნანობაშვილი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1999 წლიდან მათემატიკას მასწავლებელია;  2009 წელს დააარსა მათემატიკური ოლიმპიადა "ევერესტი", რომელშიც მონაწილეობას იღებენ (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან) მე-2-დან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეები; აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოშვებული აქვს ამოცანების 13 კრებული, ამოცანების აბსოლუტური უმრავლესობა მისი შედგენილია; 2010 წელს იყო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის გარე ექსპერტი; 2011 წელს იყო 1-6 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოების გრიფირების ექსპერტი; არის მათემატიკური ფესტივალის დამფუძნებელი; 2018 წლიდან არის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის პირველი კლასების მენეჯერი; 2018 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი.

წყარო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდი: tprize.ge


გააზიარე: