დაბადების ადგილი: სოფელი ალიბეგლო, კახის რაიონი, აზერბაიჯანის რაიონი.
დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2010 წელს.
2011-2013 წწ. სწავლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. 2013-2015 წწ. ასწავლიდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლაში ქართულს, როგორც მეორე ენასა და სამოქალაქო განათლებას; 2015 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლაში; არაქართულენოვან სექტორზე ასწავლის ქართულს, როგორც მეორე ენას, ხოლო ქართულ სექტორზე სამოქალაქო განათლებას, გეოგრაფიასა და ისტორიას; 2015-2018 წწ. ასრულებდა სკოლის საინფორმაციო მენეჯერის ფუნქციას; 2018 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა საუკეთესო ათეულის წევრი. პარალელურად ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას. არის ააიპ "ჰერეთის კულტურულ საგანმანათლებლო საზოგადოება – ქურმუხელის" დამფუძნებელი და პროექტების ხელმძღვანელი.
წყარო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდი: tprize.ge