შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯაბა ლაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქემფერი, ხაშურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1999 წელს. 1994-2005 წწ. ასწავლიდა ქემფრის საჯარო სკოლაში; 2006-2008 წწ. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკმის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელია, ხოლო 2008 წლიდან სურამის მეორე საჯარო სკოლის ჯერ საინფორმაციო მენეჯერი, ხოლო შემდეგ ისტორიის პედაგოგი; 2003 წელს იგი რაიონის საუკეთესო მასწავლებელი გახდა. 2008 წლიდან დარეგისტრირებულია ქართულენოვან ვიკიპედიაში, დაწერილი აქვს 12,300 ენციკლოპედიური სტატია; ჯ. ლაბაძე არის ქართული ვიკიპედიის რედაქტორი; ასწავლის ვიკი-ტექნოლოგიებს ვიკიპედიისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ერთობლივ ბანაკებში; 2017-2018 წწ. გამართული ვიკი ბანაკების ფარგლებში ინგლისურ და აფხაზურ ვიკიპედიაში მისმა მოსწავლეებმა სხვადასხვა სკოლებიდან ატვირთეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სტატიები, შესაბამისად, ქართულ (159 სტატია), ინგლისურ (19 სტატია) და აფხაზურ (18 სტატია) ენებზე, ხოლო ქართულენოვანი ვიკიპედიის სივრცეში განათავსეს ჯავის (152 სტატია), ახალგორის (334 სტატია), ცხინვალისა (209 სტატია) და ზნაურის (91 სტატია) მუნიციპალიტეტების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. 2018 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. წყარო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდი: tprize.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |