შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა ნონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, გორის რაიონი. დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 2002 წელს. 1999 წლიდან მუშაობს ხიდისთავის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად; 2012 წლიდან პარალელურად ასწავლის ბიოლოგიას ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში; 2014 წელს მიიღო Microsoft-ის ექსპერიტი მასწავლებლის ტიტული და მოხვდა მასწავლებელთა მსოფლიო ფორუმზე ბარსელონაში, 250 საუკეთესო მასწავლებელს შორის. 2017 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. წყარო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდი: tprize.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |