დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ისტორიკოსის სპეციალობით 1999 წელს.
1999 წლიდან დაიწყო მუშაობა ტიციან ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის N43 საჯარო სკოლაში; 2013 წლიდან თანამშრომლობს ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრთან, ხოლო 2014 წლიდან შერჩეულია მაიქროსოფტის მიერ, როგორც ექსპერტი და ინოვატორი მასწავლებელი; 2015 წლიდან განათლების სამინისტოში, ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტში შერჩეულია მონიტორ-კონსულტანტად ისტორიაში; 2016 წელს დასახელდა მაიქროსოფტის გლობალური საგანმანათლებლო ფორუმის მონაწილედ საქართველოდან. ამავე წელს იწყებს თანამშრომლობას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან; 2017 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. 2017 წელს განათლების სამინისტროს ე.ს.გ-ს დეპარტაენტის მიერ შერჩეული იქნა იქნა საგნობრივ ექსპერტად; 2018 წლიდან მე და საზოგადოების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თბილისის კერძო სკოლა "ჯეჯილში"; არის ავტორი დამხამრე სახელმძღვანელოსი ისტორიაში; მის მიერ შექმნილია არაერთი დამხმარე სასწავლო რესურსი ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, ჩვენი საქართველოსთვის და მე და საზოგადოებაში. ისტორიის და სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი, მასწავლებლისა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი, მაიქროსოფტის ექსპერტ-ინოვატორი მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი.
წყარო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდი: tprize.ge