The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო კლდიაშვილი

რეზო კლდიაშვილი
ოფიციალური სახელი:რევაზ კლდიაშვილი
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მეცნიერი, მწერალი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი, ძირითადი ორგანული და ნავთობ - ქიმიური სინთეზი და ტექნოლოგიის სპეციალობა, ინჟინერ - ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1971 წელს.
1972-1988 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1979 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, ორგანული სინთეზის ლაბორატორიის ასპირანტი; 1988-1992 წწ. აკად. კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ინსტიტუტის ბიოპოლიმერების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1992-1998 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიის სასწავლო -სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1992-2006 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი; 1992-2015 წწ. თბილისის პეტრე შოთაძის სახ. სამედიცინო აკადმია, სამედიცინო ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი; 1998-2005 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი; 2006-2009 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი; 2015 წლიდან კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 103 სამეცნიერო სტატია, 2 სახელმძღვანელო, 4 დამხმარე მეთოდური, 5 მონოგრაფია, 2 - საავტორო მოწმობა. ეწევა ლიტერატურულ მოღვაწეობას, არის მოთხრობებისა და პიესების ავტორი. მისი პიესები წარმატებით იდგმება საქართველოს თეატრების სცენაზე. ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1983), ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2017 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო "ხელოვნების ქურუმის" წოდება.
წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო: mcs.gov.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 82

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • Sigma-Xi ამერიკელ მეცნიერთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • სამეცნიერო ჟურნალ "ინტელექტის" რედკოლეგია, წევრი
  • საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, მრჩეველთა საბჭოს წევრი
  • საქართველოს საიჟინრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტის სადისერტაციო საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - დავით და სერგო კლდიაშვილების სახ. მუზეუმის საპატიო ჯილდო "ძელქვის ფოთოლი"
  • 2018 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • 2017 - "ხელოვნების ქურუმის" წოდება
    კულტ. განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 2009 - საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია
    წლის საუკეთესო სპექტაკლისათვის "ზარატუსტრას ჟამი"
  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, ლიტერატურის დარგში (დრამატურგია)
    იადონას თეატრი : პიესები / რეზო კლდიაშვილი. - თბილის : ქართული წიგნი, 2002. - 240გვ.
  • 2000 - დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია
    მეც ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ : მოთხრობები / რეზო კლდიაშვილი . - თბილისი, 1998. - 103გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: