შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1983წწ. იყო დავით გარეჯის მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1995წწ. სახელმწიფო საისტორიო არქივის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1999წწ. გაზეთ "ივერიის" გამომცემელი; 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1993-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. საქართველოში დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე; ყოფილი პოლიტპატიმარი; გაზეთ "ივერიის" დამფუძნებელი; სხვადასხვა წლებსა და პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.531; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.376; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |