შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1999 წელს. 1999-2001 წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის მრჩეველი; 2001 წლიდან ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სექტორის უფროსი და დეპარტამენტის უფროსი; 2001-2002 წწ. პარლამენტთან ურთიერთობის და კანონშემოქმედებითი საქმიანობის და ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, 2002-2004 წწ. კოდიფიკაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსი; 2004 წლიდან საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი; 2004-2005 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის და დეპარტამენტის უფროსი; 2007-2017 წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე; მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო წოდება (2004). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.536; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |