The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ჯავახიშვილი

ალექსანდრე ჯავახიშვილი
Date of birth:18 February, 1932
Date of death:1 August, 2017  (at 85 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Sailor, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

წარჩინებით დაამთავრა 35-ე საფეხბურთო სკოლა და შემდეგ ბაქოს სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. 

თავისი სურვილით წავიდა ჩრდილოეთის ფლოტში, სადაც ლეიტენანტობიდან ატომური წყალქვეშა სარაკეტო კრეისერის მეთაურობამდე მიაღწია. სამეთაურო კურსების და დახურული ცენტრის დამთავრების შემდეგ გახდა ატომური წყალქვეშა სარაკეტო კრეისერის პირველი ქართველი  მეთაური და განახორციელა მრავალი წყალქვეშა საბრძოლო მორიგეობები ჩრდილოეთის ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებში. 1972 წლის 15 იანვარს დაიწყო დედამიწის გარშემო ფარული წყალქვეშა ნაოსნობა ბარენცის ზღვის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან. გადალახა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე, დრეიკის სრუტე, წყნარი ოკეანე და იმავე წლის 31 მარტს ამოყვინთა ბერინგის ზღვასთან. საერთაშორისო საზღვაო დებულების მიხედვით, მარშრუტი დედამიწის გარშემო მოგზაურობად ითვლება, მან 75 დღის განმავლობაში განვლო 41000 კმ. ისე, რომ მისი წყალქვეშა კრეისერი, დაინტერესებულ სახელმწიფოთა საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო თუ კოსმოსურ სათვალთვალო-სამეთვალყურეო სამსახურებს არ შეუნიშნავთ. კრეისერის სიგრძე იყო 140 მ, სიგანე 12 მ, ბორტის სიმაღლე 12 მ, წყალწყვა 1400 ტ, მაქსიმალური სიჩქარე 47 კმ. გარსაქვეყნო მოგზაურობის შემდეგ იგი 17 წელი მსახურობდა წყნარი ოკეანის ფლოტში, ატომური წყალქვეშა ხომალდების ბრიგადის მეთაურად, ფლოტილიის სარდლის მოადგილედ; 1989 წელს დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა თბილისში; 114 დღე მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. 1992-1997წწ. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, 2000 წლიდან - საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის პრორექტორი. მონაწილეა სახელმწიფოთა შორის 5 ოფიციალური მოლაპარაკებისა, რომელსაც სამხედრო-საზღვაო დარგის ორი შეთნხმება მოჰყვა. იყო საქართველოს სამხედრო-საზღვაო დოქტრინის და თავდაცვის სტრატეგიული პროგრამის მონაწილე, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი სარდალი, წყალქვეშა სარაკეტო კრეისერის მეთაური, პირველი კონტრ-ადმირალი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.318-319; საქართველოს გენერალთა კლუბი: interpressnews.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.113; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Awards and Honors

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

Share: