The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე ცერცვაძე

მარინე ცერცვაძე
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩუმლაყი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1986 წელს.

1988-1994 წწ. მუშაობდა ქ. თბილისში "საქაგრომშენის" იურისკონსულტად; 1994-1995 წწ. გურჯაანის საგადასახადო ინსპექციაში, უფროს საგადასახადო ინსპექტორად; 1995-1999 წწ. იყო ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა გურჯაანის რაიონის ადვოკატურის ადვოკატად; 1999-2001 წწ. ყვარლის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2001-2009 წწ. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2002-2009 წწ. ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2006-2007 წწ.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევი; 2009-2012 წწ. სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2012 წლის ნოემბრიდან თელავის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლის 20 იანვრიდან  თავმჯდომარის უფლებამოსიელბას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.538; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თელავის რაიონული სასამართლო: court.ge


გააზიარე: