| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩუმლაყი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1986 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1988-1994წწ. - თბილისში "საქაგრომშენის" იურისკონსულტი; 1994-1995წწ. - გურჯაანის საგადასახადო ინსპექციაში უფროსი საგადასახადო ინსპექტორი; 1995-1999წწ. - ადვოკატთა კოლეგიის წევრი და გურჯაანის რაიონის ადვოკატურის ადვოკატი; 1999-2001წწ. - ყვარლის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2001-2009წწ. - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2002-2009წწ. - ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2009-2012წწ. - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2012 წლის ნოემბრიდან - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლის ივნისიდან - თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.538; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თელავის რაიონული სასამართლო: court.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

