The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფილიპე ჟევახოვი

ფილიპე ჟევახოვი
ოფიციალური სახელი:ფილიპე ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:1752
გარდაცვ. თარიღი:1817  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1766 წლიდან მსახურობდა გუსართა პოლკში; 1771 წელს მიანიჭეს პრაპორშიკის წოდება; მონაწილეობდა XVIII საუკუნის რუსეთ-თურქეთის ომებში; 1790 წლიდან პოლკოვნიკი; 1801 წელს გადადგა გენერალ-მაიორის წოდებით; ცხოვრობდა პოლტავის გუბერნიაში; 1812 წელს აირჩიეს პოლტავის სალაშქროს მეთაურად, რომელიც 1813 წელს შეუერთდა გენერალ ს.ლ. რადტის ჯარს; შინ დაბრუნდა 1814 წელს, სალაშქროს დაშლის შემდეგ. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.

წყარო: რუსი გენერლების ლექსიკონი: museum.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის მე-IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას მე-III ხარისხის ორდენი

გააზიარე: