The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ახმეტელაშვილი

Date of birth:18??
Date of death:18??
Category:Educator, Journalist

Biography

ნიკოლოზ ახმეტელაშვილის ოფიციალური რედაქტორობით და იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით გამოვიდა ყოველკვირეული ბოლშევიკური გაზეთი "ახალი ცხოვრება" (1906 წლის 20ივნისიდან 14 (27) ივლისამდე, სულ 20 ნომერი). დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. გაზეთში თანამშრომლობდნენ: სტალინი, მ. დავითაშვილი, გ. ელისაბედაშვილი, გ. თელია, გერონტი ქიქოძე, მ. ჩოდრიშვილი, ვ. ხმალაძე და სხვ. გაზეთი უმთავრესად ეხებოდა პარტიულ მშენებლობას, მუშათა გამოსვლებს, პარტიის ტაქტიკას, პროფესიულ კავშირებს და სხვ. ამ გაზეთში დაიბეჭდა სტალინის წერილები: "ანარქიზმი თუ სოციალიზმი" (№2,4,6,16, გაგრძელება გაზეთ "ჩვენი ცხოვრება"-1907,№3,5,8,9; გაზეთი "დროში"-1907,№21-23, 26), "პროლეტარიატი დღევანდელ რევოლუციაში", "ქუჩა და სათათბირო", "რევოლუცია და რეფორმა", "სოციალისტური პროლეტარიატი და რევოლუციური გლეხობა", "პროფკავშირები თბილისში", "რა ვაკეთოთ?", "მარქსი და ენგელსი აჯანყებაზე" და სხვ. ნიკოლოზ ახმეტელაშვილი წერდა საზოგადოებრივ, სასკოლო და სხვ საკითხების შესახებ.  

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/ იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.251


Share: