შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მინდია ჯანელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემია იურისტის სპეციალობით 2000 წელს. 2000-2004წწ. იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ოპერატიული სამსახურის ოფიცერი; 2004-2007წწ. საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ოპერატიული სამსახურის განყოფილების უფროსი; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2008-2012წწ. საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსი; გავლილი აქვს პროფესიული კურსები: 2006 წელს ქ. ვაშინგტონში გაიარა აშშ–საქართველო-აშშ-ის ერთობლივი სასწავლო კურსი უსაფრთხოების საკითხებში; 2008 წელს თბილისი–საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი პროგრამა უსაფრთხოების საკითხებში; 2012 წელს თბილისი-საქართველო-დიდი ბრიტანეთის ერთობლივი პროგრამა უსაფრთხოების საკითხებში; 2012-2014წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი; 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის ნოემბრამდე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი; 2014 წლის 4 ნოემბრიდან – 2015 წლის 1 მაისამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი; 2015 წლის 1 მაისიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე ორჯერ მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობა. თადარიგის პოლკოვნიკი, მიღებული აქვს უწყებრივი ჯილდო - მედალი "მაღალი პროფესიონალიზმისთვის". წყარო: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "The Tbilisi Times" პორტალი: ttimes.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |