The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ყიფიანი

ლევან ყიფიანი
დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1993 წელს. 

სპორტული გამოცდილება: 1993-1995წწ. სპორტული კლუბი "დინამო" თბილისი, საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასის მფლობელი; 1992-1993წწ. სპორტული კლუბის "ვორმაციაა" (გერმანია) წევრი; 1990-1992წწ. სპორტული კლუბის "შევარდენი-1906" (თბილისი); 1990-1991წწ. "სეზონის საუკეთესო გოლის" პრიზის მფლობელი; 1988–1990წწ. სკ "დინამო" თბილისი, სსრკ ჩემპიონატი (დუბლები); 1987 წელს – სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, საქართველოს (ახალგაზრდული) ნაკრები ფეხბურთში (III ადგილი).

1996-1997წწ. იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის UEFA-ს B კატეგორიის მწვრთნელი; 1996-1997წწ. თბილისის №35 საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი; 1997 წელს საფეხბურთო სკოლა "ირაოს" დამფუძნებელი; 1997 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ფეხბურთი ბავშვებს", ვიცე-პრეზიდენტი; 1997-2001წწ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე; 1998 წელს საქართველოს მინი-ფეხბურთის (ფუტზალის) ასოციაცია, დაფუძნებელი; 1999 წელს ბავშვთა და ჭაბუკთა საფეხბურთო ლიგა, პროექტის ავტორი; 1999-2000წწ. საქართველოს ფუტზალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი; 2001 წელს დავით ყიფიანის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი; 2005 წელს საქართველოს პროფესიული საფეხბურთო ლიგის დირექტორთა საბჭოს წევრი; 2005 წელს – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი; 2002-2005წწ. საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივის" გენერალური მენეჯერი, მმართველი დირექტორი. დ. ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი; 2008 წელს კავშირის "ჩვენი ფეხბურთი", დამფუძნებელი; 2010 წელს საქართველოს სპორტული არბიტრაჟი, დამფუძნებელი; 2012 წელს – საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება", სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი; 2012-2015წწ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.

წყარო: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "The Tbilisi Times" პორტალი: ttimes.ge


გააზიარე: