The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1975  (48 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია 2001 წელს.

1994 წლიდან სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური, სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი; 2002 წლიდან - შსს დაცვის პოლიცია; 2013 წლამდე – პრემიერ მინისტრ – ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი; 2013-2014წწ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2015 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი; 2015 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტი; 2019 წლის 8 სექტემბერს მეორედ დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. 

წყარო: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "The Tbilisi Times" პორტალი: ttimes.ge; შინაგან საქმეთა სამინისტრო: police.ge


გააზიარე: