The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელგუჯა ხოკრიშვილი

ელგუჯა ხოკრიშვილი
Date of birth:24 May, 1973  (50 years)
Category:Diplomat, Economist, Public official, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

პოტსდამის უნივერსიტეტში, გერმანია, ეკონომიკის ბაკალავრი, 2002 წელი; პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია, ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი, 2004 წელი; პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია, ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, 2008 წელი. 

1999-2003წწ. იყო პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის მკვლევარი მეცნიერი; 2006 წელს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს ექსპერტი (ბერლინი); 2004-2008წწ.  პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის პროექტის მმართველი; 2009-2010წწ. პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის პროექტის მმართველი; 2010-2011წწ. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, პროექტის მმართველი; 2010-2011წწ. პროგრამებისა და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფი, ვანკუვერი, კანადა, კონსულტანტი; 2011 წელს ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" ექსპერტი; 2011 წელს "GOPA კონსალტინგის" ექსპერტი (გერმანია); 2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2012 წელს ფონდი "ღია საზოგადოება" (OSF), ექსპერტი; 2012 წელს – კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის (CIESR) გამგეობის თავმჯდომარე; 2012-2014წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; 2014 წლის 15 აპრილიდან – 21 ივლისამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2014-2015წწ. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი; 2015-2017წწ. გერმანის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი ეკონომიკური მრჩეველი; 2017-2020წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 2020 წლიდან მდგრადი განვითარების და მმართველობის ინსტიტუტის ასოცირებული ექსპერტი.გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და კვლევა საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების და რეგიონული ეკონომიკური განვითარების შესახებ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

წყარო: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "The Tbilisi Times პორტალი: ttimes.ge დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 189


Share: