The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ადეიშვილი

ზურაბ ადეიშვილი
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მთისძირი, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოს იურიდიული ფაკულტეტი 1994 წელს და მაგისტრატურა (ნიდერლანდები, 1999).

1996-1999წწ. მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში; იყო სამართლებრივი განათლებისა და ინფორმაციის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი (1999); "ოქრუაშვილი და პარტნიორების" იურისტი (1999); 1999-2003წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის წევრი, თავმჯდომარე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი; 2002 წლიდან ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის" წევრი, პ/გ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". 2003-2004წწ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იუსტიციის მინისტრი; უშიშროების მინისტრი (2004); 2004-2008წწ. საქართველოს გენერალური პროკურორი; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი (2008); 2009-2010წწ. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2008-2012წწ. იუსტიციის მინისტრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 61; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის", წევრი (1999-2003)

გააზიარე: