შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ბაბალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის სამაზრო სამკლასიანი სასწავლებელი. თბილისსა და სხვა ქალაქებში მსახურობდა ნოქრად. იყო საფრანგეთსა და ბელგიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჯერ უბნის უფროსად მუშაობდა, შემდეგ ბოქაულად. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ, რეაქციის დაწყებისას, კაზაკების მიერ თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორის, შიო ჩიტაძის მოკვლის და გიმნაზიის ცეცხლის წაკიდების დროს, ბოქაულმა ივანე ბაბალაშვილმა გიმნაზიის სხვა მასწავლებლები და მთელი გიმნაზია წიგნთსაცავითურთ გადაბუგვას გადაარჩინა, რის გამოც სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც რევოლუციონერთა მომხრე. დაწერა "კარტოჟნიკი", "მამის სიყვარული", "რევოლუცია", "ტანჯვა" (დრამა 3 მოქმედებად), "ჩემი სიზმარი" და სხვ. ბოლო ხანებში თავის სარჩენად საბეჭდი კანტორა გახსნა. ბელეტრისტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.261 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |