The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ბაბალაშვილი

სხვა სახელი:ივანე ბაბალოვი
დაბადების თარიღი:1861
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1922  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის სამაზრო სამკლასიანი სასწავლებელი.

თბილისსა და სხვა ქალაქებში მსახურობდა ნოქრად. იყო საფრანგეთსა და ბელგიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჯერ უბნის უფროსად მუშაობდა, შემდეგ ბოქაულად. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ, რეაქციის დაწყებისას, კაზაკების მიერ თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორის, შიო ჩიტაძის  მოკვლის და გიმნაზიის ცეცხლის წაკიდების დროს, ბოქაულმა ივანე ბაბალაშვილმა გიმნაზიის სხვა  მასწავლებლები და მთელი გიმნაზია წიგნთსაცავითურთ გადაბუგვას გადაარჩინა, რის გამოც სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც რევოლუციონერთა მომხრე. დაწერა "კარტოჟნიკი", "მამის სიყვარული", "რევოლუცია", "ტანჯვა" (დრამა 3 მოქმედებად), "ჩემი სიზმარი" და სხვ. ბოლო ხანებში თავის სარჩენად საბეჭდი კანტორა გახსნა. ბელეტრისტი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.261

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: