The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირიან ბასილია

დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1937  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ინტაბუეთი (ჩოხატაურის რაიონი).

იყო სოციალ - რევოლუციონერების (ესერების) პარტიის წევრი; 1904 წლის შემოდგომაზე ჭიათურასა და მის რაიონში დააარსა სოციალ-რევოლუციური ორგანიზაცია, რომლის აქტიური წევრები იყვნენ: ილ. აბაშიძე, ის. ვარაზაშვილი, გ. ჭუმბურიძე და სხვ. მ. ბასილია გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 4/6-1955 წლის № 4н-02445 ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო იქნა რეაბილიტირებული.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.316; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი: nplg.gov.ge


გააზიარე: