The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაგა გოშაძე

გაგა გოშაძე
ოფიციალური სახელი:გაბრიელ გოშაძე
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1977  (46 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის თატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

1994-1997 წწ. საქართველოს ტელევიზია "საზოგადოებრივი მაუწყებელი" – რეჟისორი / რეჟისორის თანაშემწე; 1999-2005 წწ. ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის რეჟისორი; 2010-2018 წწ. ილიაუნის თეატრის ტექნიკური დირექტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი მსახიობის ოსტატობის  მიმართულებით. გავლილი აქვს რობერტ სტურუას მასტერკლასი "ჰამლეტი ჰამლეტის გარეშე" და ლეონიდ ხეიფიცის მასტერკლასი; ილიაუნის თეატრში დადგმული სპექტაკლები: უილიამ გიბსონი  - "ჯვალოს თოჯინა" (ოთარ ეგაძესთან ერთად), ვასილ სტანილოვი - "ოპერა მაფიოზო", ჟან ანუი - "ანტიგონე", ანტონ ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით -  "ჩეხოვი. რეპეტიცია", მორის მეტერლინკი - "წმინდა ანტუანის სასწაული"; ნამუშევარია სხვადასხვა თეატრებში - თეატრალური სარდაფი რუსთაველზე: გრიგორი გორინი - "ვინ ვინ არის"; ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი: ფერნანდო არაბალი - "პიკნიკი"; მესხეთის თეატრი: ჰენრიკ იბსენი - "ნორა"; ომსკის თეატრი (რუსეთი): ბერტოლტ ბრეხტი - "კავკასიური ცარცის წრე"; თავისუფალი თეატრი: სლავომირ მროჟეკი -  "ზაფხულის დღე"; ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: ლაშა ბუღაძე -  "თეატრი", თუნჯერ ჯუჯენოღლუ - "ზვავი", გრიგორი გორინი -  "ვინ ვინ არის", შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: ნედიალკო იორდანოვი - "გონზაგოს მკვლელობა", ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: "ბოლო გაჩერება" -  ნოკოლას ე. ბრაერის კინოსცენარის მიხედვით, სლავომირ მროჟეკი -  "ზაფხულის დღე".

წყარო: ილიაუნის თეატრი: iliaunitheatre.gesputnik-georgia.com


გააზიარე: