Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვანო ბარათაშვილი![]()
Biographyმოღვაწეობდა 1870-1880-იან წლებში; იყო ჟურნალ "ცისკრის თანამშრომელი"; ლექსებს აქვეყნებდა 1863 წლიდან. ცნობილია, რომ მისი მამა, ზაალ ბარათაშვილიც წერდა ლექსებს; 1863 წელს, "ცისკრის" მეშვიდე ნომერში დაიბეჭდა ვ. ბარათაშვილის ლექსი "ეპიტაფია", რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილს მიუძღვნა; ლექსში პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილს უწოდებს თავისუფლების მოყვარულს, ლექსითვე ვიგებთ, რომ ნიკო ბარათაშვილის "ბედი ქართლისა" პოპულარული ყოფილა საქართველოში და მასზე მსჯელობა მიმდინარეობდა საზოგადოებაში. ვანო ბარათაშვილი პატრიოტი ადამიანი ყოფილა. ლექსი "ეპიტაფია" 1863 წლის მარტში გაუგზავნია ილია ჭავჭავაძისთვის "საქართველოს მოამბეში" დასაბეჭდად. მაგრამ ილიას არც გამოუქვეყნებია და არც უკან დაუბრუნებია ავტორისთვის ხელნაწერი. შემდეგ ვ. ბარათაშვილს ლექსი "ცისკრისათვის" მიუცია და ივანე კერესელიძისათვის ილია ჭავჭავაძეზე სამდურავიც მიუწერია, "არც ლექსი დამიბეჭდა და არც რამე შემატყობინა და არც უკან გამომიგზავნაო". "ეპიტაფია" დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკრის" 1863 წლის მეშვიდე ნომერში, ივლისში; მას სხვა ნაწარმოებებიც აქვს გამოქვეყნებული ჟურნალ "ცისკერში" (ლექსები: "სიზმარი", "რევაზი და ნინო", "პოეტი და მე", "რომანსი", "ქართული ნანიდამ", "ყვედრება"; ვოდევილი "სხვა რიგი სიყვარული"). მასვე დაუწერია კომედია "სიმართლე თავისას გაიტანდა", რომელიც ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნებულა. მისი "სხვა რიგი სიყვარული" იდგმებოდა განახლებულ ქართულ თეატრში 1879 წლის შემდეგ და ცნობილ მსახიობს, ნატო გაბუნია-ცაგარელისას ხშირად მიუღია მონაწილეობა მის წარმოდგენაში. ვ. ბარათაშვილი სრულიად ახალგაზრდა გარდაცვლილა. შემთხვევით გადმოვარდა საოლქო სასამართლოს მესამე სართულიდან, როგორც იტყობინებოდა გაზეთი "დროება" (1871 წლის 22 ივნისს, N 3). ოცდაათი წელიც არ შესრულებოდა. დარჩა მრავალი ხელნაწერი. ერთხანს განზრახული იყო მათი გამოცემა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.293; presa.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |