The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან ბაგრატიონი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:დიდგვაროვანი, მსახიობი

ბიოგრაფია

რომან ივანეს ძე ბაგრატიონი მოღვაწეობდა XVIII-XIX სს. მის სახლში იმართებოდა საკონცერტო-საცეკვაო საღამოები; აქვე, 1832 წლის 21 იანვარს დაიდგა რამდენიმე პიესა, მათ შორის, მ. გომოზოვის "მეცხრამეტე საუკუნის ქართველები", ალ. გრიბოედოვის "ვაი, ჭკუისაგან!" (ნაწყვეტები), რის შესახებ სოლომონ დოდაშვილი გაზეთ "სალიტერატურო ნაწილნი თბილისის უწყებათანი" (1832, №2) წერდა: "საკურველად წარმოადგინეს, მერწმუნეთ, უკეთესად არღა შეიძლებოდა". ნატალია დიმიტროვნას როლი შეასრულა სოფიო ივანე ორბელიანის ასულმა, ხლესტოვა - მარიამ ივანე ორბელიანის ასულმა, ხოლო სკალოზუბი - რომან ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა. სცენისმოყვარე, თეატრალი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I ./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.279


გააზიარე: