Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან ბაგრატიონი![]()
Biographyრომან ივანეს ძე ბაგრატიონი მოღვაწეობდა XVIII-XIX სს. მის სახლში იმართებოდა საკონცერტო-საცეკვაო საღამოები; აქვე, 1832 წლის 21 იანვარს დაიდგა რამდენიმე პიესა, მათ შორის, მ. გომოზოვის "მეცხრამეტე საუკუნის ქართველები", ალ. გრიბოედოვის "ვაი, ჭკუისაგან!" (ნაწყვეტები), რის შესახებ სოლომონ დოდაშვილი გაზეთ "სალიტერატურო ნაწილნი თბილისის უწყებათანი" (1832, №2) წერდა: "საკურველად წარმოადგინეს, მერწმუნეთ, უკეთესად არღა შეიძლებოდა". ნატალია დიმიტროვნას როლი შეასრულა სოფიო ივანე ორბელიანის ასულმა, ხლესტოვა - მარიამ ივანე ორბელიანის ასულმა, ხოლო სკალოზუბი - რომან ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა. სცენისმოყვარე, თეატრალი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I ./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.279
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |