The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ ბარათაშვილი

დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1879  (145 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:დიდგვაროვანი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბდების ადგილი: ვლადიკავკაზი (კავკავი, ჩრდილოეთ ოსეთი). 

სწავლობდა ვლადიკავკაზის ოლგას სახელობის გიმნაზიაში, ვარშავაში გოროჩკოვსკის დრამატულ კურსებზე (1902-1904), ტფილისის დრამატულ კურსებზე მსახიობ მიხაილოვსკაიას ხელმძღვანელობით; 1900 წლიდან გამოდიოდა სცენისმოყვარეთა სხვადასხვა ჯგუფებში; 1906 წელს ავჭალის აუდიტორიაში მიიწვიეს იუშკევიჩის პიესაში "ქალაქი", სონას როლში, კოტე შათირიშვილის ხელმძღვანელობით; 1906-1908 წწ. მუშაობდა ავჭალის აუდიტორიაში, 1908-1909 წწ. ქართულ თეატრში, 1909 წლიდან სახალხო თეატრში, 1922 წლიდან - პროლეტკლუბის დასში და ტფილისის მუშათა თეატრებში. შეასრულა შემდეგი როლები: სონია ("ქალაქი"), დედა ("ქართლის დედა"), დედა ("ისმინე, ისრაელო"), დედა ("მსხვერპლი"), ზეინაბი ("ღალატი"), ისახარ ("სამანიშვილის დედინაცვალი"), კნირტი ("იმედის დაღუპვა"), დედა ("მეზობლები"), კრუჩინა ("დანაშაულოდ დასჯილნი") და სხვ. გადაღებულია ფილმში "გიული" (თათრის უფროსი ცოლის როლი, 1927). მისი ხელმძღვანელობით დაიდგა პიესები სიღნაღსა და მის მაზრაში. სახალხო თეატრის თანამშრომელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I ./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.293

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსახიობთა კავშირი, წევრი (1918-)
  • ხელოვნების მუშაკთა კავშირი, წევრი (1921-)

გააზიარე: