Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელისაბედ ბარათაშვილი![]()
Biographyდაბდების ადგილი: ვლადიკავკაზი (კავკავი, ჩრდილოეთ ოსეთი). სწავლობდა ვლადიკავკაზის ოლგას სახელობის გიმნაზიაში, ვარშავაში გოროჩკოვსკის დრამატულ კურსებზე (1902-1904), ტფილისის დრამატულ კურსებზე მსახიობ მიხაილოვსკაიას ხელმძღვანელობით; 1900 წლიდან გამოდიოდა სცენისმოყვარეთა სხვადასხვა ჯგუფებში; 1906 წელს ავჭალის აუდიტორიაში მიიწვიეს იუშკევიჩის პიესაში "ქალაქი", სონას როლში, კოტე შათირიშვილის ხელმძღვანელობით; 1906-1908 წწ. მუშაობდა ავჭალის აუდიტორიაში, 1908-1909 წწ. ქართულ თეატრში, 1909 წლიდან სახალხო თეატრში, 1922 წლიდან - პროლეტკლუბის დასში და ტფილისის მუშათა თეატრებში. შეასრულა შემდეგი როლები: სონია ("ქალაქი"), დედა ("ქართლის დედა"), დედა ("ისმინე, ისრაელო"), დედა ("მსხვერპლი"), ზეინაბი ("ღალატი"), ისახარ ("სამანიშვილის დედინაცვალი"), კნირტი ("იმედის დაღუპვა"), დედა ("მეზობლები"), კრუჩინა ("დანაშაულოდ დასჯილნი") და სხვ. გადაღებულია ფილმში "გიული" (თათრის უფროსი ცოლის როლი, 1927). მისი ხელმძღვანელობით დაიდგა პიესები სიღნაღსა და მის მაზრაში. სახალხო თეატრის თანამშრომელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I ./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.293 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |