The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ბარამიძე

დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1905  (119 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუნჯუათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ლანჩხუთის პირველდაწყებითი სასწავლებელი 1920 წელს; ხაშურის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1928 წელს.

1924-1925 წწ. მუშაობდა ასურეთის რაიონის სოფელ ბორბალოს ოთხწლიან სკოლაში; 1925-1927 წწ. სოფელ წავკისში; 1928-1930 წწ. საგარეჯოს ათწლედში; 1930 წელს - თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში; 1932 წლიდან უმაღლეს საფინანსო სკოლაში (აქვე 1933-1936 წწ. იყო ენების კათედრის გამგე), შემდეგ - დაუსწრებელ საფინანსო ინსტიტუტში ("ივზინო") და თბილისის მე-4 სკოლაში; იყო დაწყებითი და საშუალო სკოლების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი ლიტერატურის მეთოდიკის დარგში; 1945 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სასწავლო-მეთოდურ განყოფილებას; პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს წერილები ლიტერატურის სწავლების მეთოდების საკითხებზე, იყო რამდენიმე წიგნის რედაქტორი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I ./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.307

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: