The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბარნაბიშვილი

Other name:გოჩმანი  (Pseudonym)
თრითინა  (Pseudonym)
Date of birth:15 May, 1887
Date of death:16 August, 1951  (at 64 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Scientist, Writer, Journalist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია 1906 წელს და ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1911 წელს.

სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ასწავლიდა ყუბანის ტემირგოევის გიმნაზიაში, საიდანაც დაითხოვეს, როგორც "პოლიტიკურად არასაიმედო" (წარსულში იყო სტუდენტური არალეგალური ჟურნალის "განთიადის" გამომცემელი, იბეჭდებოდა ლითოგრაფიით, 100 ცალად). 1905 წლიდან თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესასთან. 1913-1914 წწ. მუშაობდა გორის მაზრაში კოოპერაციისა და სახალხო ბანკების დარგში. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო კაზაკთა შენაერთის უფროსი ოფიცერი, მენშევიკების არმიაში - სამხედრო სკოლის საარტილერიო განყოფილების კაპიტანი. აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო სკოლასთან ჩამოყალიბებულ კომისიაში ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის შესაქმნელად. 1921 წლიდან მუშაობდა სამხედრო-საგამომცემლო დარგში სარედაქციო განყოფილების უფროსად და რედაქტორად, წერდა პოპულარულ წერილებს სამხედრო საქმისა და ქიმიის შესახებ, იყო სამხედრო სკოლის ფიზიკისა და ქიმიის ლექტორი (1927 წლამდე), 1930 წლიდან ამიერკავკასიის შრომის სამეცნიერო ინსტიტუტის ქიმიური ლაბორატორიის გამგე და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამთო-მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრის ასისტენტი, 1933 წლიდან ინდუსტრიული ინსტიტუტის დოცენტი. 1934 წლიდან საკვალიფიკაციო კომისიის მიერ დამტკიცებულ იქნა ანალიზური ქიმიის კათედრის გამგედ. გიორგი ბარნაბიშვილი იკვლევდა საქართველოს სამთამადნო მაღაროების რეჟიმსა და წყლებს. ფერო-მარგანეცში აცეტილინის აირისა და ორთქლის გატარების შედეგად მიიღო ღვინის სპირტი. ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისეტაცია - "შხამიანი აირები და მტვრები და მათი გავრცელების ზონა", დაიცვა 1944 წელს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I ./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.310

Bibliography


Share: