The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ბაქრაძე

დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:1906  (18 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წესი, ამბროლაურის რაიონი.

1903 წელს, მოწაფეთა ორგანიზაციებში მუშაობისა და მათ რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის ქუთაისის რეალური სასწავლებლიდამ გარიცხეს. სწავლობდა შვეიცარიაში, ჟენევის ელექტრო-ტექნიკურ ინსტიტუტში. 1905 წელს დაბრუნდა საქართველოში. მუშაობდა თბილისისა და რაჭის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში. პროპაგანდისტი, აგიტატორი, ორგანიზატორი.  

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.316


გააზიარე: