შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე ციციანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი, რუსეთი. 1787-1791 წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1794 წელს - პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში; 1796 წელს - სპარსეთის ლაშქრობაში; სიმამაცისა და ნიჭიერების გამო მას მაღალ შეფასებას აძლევდნენ სუვოროვი და ეკატერინე II; პ. ციციანოვი უკვე გადამდგარი იყო სამსახურიდან, როდესაც 1802 წელს იგი საქართველოს მთავარმართებლად და ასტრახანის გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს; "მრისხანე თავადი", როგორც ციციანოვს კავკასიის ხალხები ეძახდნენ, ახალგაზრდა იმპერატორის, ალექსანდრე I-ის დიდი ნდობით სარგებლობდა; რუსეთის მთავრობა და პ. ციციანოვი ქართლ-კახეთის საშინაო განხეთქილების მიზეზად მიიჩნევდნენ ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრთა იმპერიისადმი საზიანო მოქმედებას და ადგილზე რუსული მმართველობის მოუწესრიგებლობას. ამიტომ დაავალა ალექსანდრე I-მა საქართველოს მთავარმართებლობას სამეფო სახლის წარმომადგენლების გასახლება რუსეთში; პ. ციციანოვი შეუდგა ბატონიშვილების დაყოლიებას გადასახლებაზე, მაგარამ ბატონიშვილებს სამშობლოს დატოვება არ სურდათ; ციციანოვმა ძალას მიმართა და 1803-1805 წლების განმავლობაში საქართველოს სამეფო სახლის წევრები, თითქმის მთლიანად, რუსეთს გადაასახლა. ისინი პეტერბურგს დამკვიდრდნენ, სადაც რუსეთის მთავრობამ მათ პენსია დაუნიშნა. ამავე დროს იგი აგრძელებს რუსეთის გავლენის ზრდას კავკასიაში, აქაური ტერიტორიების დაპყრობის გზით: 1803 წელს ციციანოვმა დაიმორჩილა ჭარ-ბელაქანი (დროებით), 1804 წელს - განჯის სახანო, უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით მოხდა 1804 წელს მთიულეთის აჯანყების ჩახშობაც; მეორეს მხრივ, დიპლომატიური მლიქვნელობითა და თვალთმაქცობით რუსეთის ლუკმად აქცევს დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებს: 1803 წელს გრიგოლ დადიანთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია იმას, რომ ოდიშის სამთავრო რუსეთის მფარველობაში შევიდა; სოლომონ II-სთან დადებული ელაზნაურის შეთანხმებით 1804 წელს რუსეთის მფარველობაში შევიდა იმერეთის სამეფოც; 1805 წელს რუსეთის იმპერიას შემოუერთა შაქის, ყარაბაღის და შირვანის სახანოები; "მრისხანე თავადმა" სამშობლოს ინტერესების გამყიდველ ქართველ დიდგვაროვანთა შორის სამეფოს ყოფილი მოხელე-თავადებიც მოიმადლიერა: მისი წარდგინებით მათ დაენიშნათ პერსონალური პენსიები და მიენიჭათ წოდებები; დროებით უკვე გაუქმებული მოურავის ინსტიტუტიც აღადგინა, რითაც შემოირიგა მრავალი განზე გამდგარი ქართველი თავადი; ქართული საზოგადოების რუსულ მმართველობასთან დაახლოების მიზნით, ციციანოვის დროს დაიწყეს რუსული კანონების ქართულ ენაზე თარგმნა; მოითხოვდა სკოლის გახსნას, სადაც მოსწავლეები რუსულ ენას შეისწავლიდნენ - ითხოვდა სახელმძღვანელოებს, დამხმარე ლიტერატურას და მაღალკვალიფიციური მასწავლებლების გამოგზავნას; ითხოვდა, რომ წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის დაფინანსებით რუსეთის უნივერსიტეტებში გაეგზავნათ სწავლის გასაგრძელებლად; მისი ინიციატივით, 1803 წელს საქართველოში გაიხსნა კეთილშობილთა პანსიონატი; შემოიღეს საქართველოში პროკურორის თანამდებობა, რათა განხორციელებულიყო კონტროლი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებზე; ციციანოვის სახელი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული სახელმწიფოს ერთ–ერთი დამასამარებელისა და რუსული რეჟიმის განმტკიცებისათვის თავდადებული მებრძოლისა. პავლე ციციანოვი 1806 წლის 8 თებერვალს მოკლეს ბაქოს ციხის მისადგომებთან ჰუსეინ–ყული-ხანთან მოლაპარაკების დროს. იგი იყო შვილიშვილი თავად პაპუნა (პავლე) ციციშვილისა, რომელიც რუსეთში ემიგრაციაში გაყვა ვახტანგ VI-ს; რუსეთის იმპერიის ქართველი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი (1804), ასტრახანის სამხედრო გუბერნატორი და საქართველოს მთავარმართებელი (1802-1806); გარუსებული ქართველი, ცარიზმის ყურმოჭრილი მსახური და მისი პოლიტიკის აქტიური გამტარებელი. წყარო: საქართველოს სამეფო: georoyal.ge; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.174
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |