The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე გელაშვილი

კონსტანტინე გელაშვილი
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტი – იურისტის კვალიფიკაციით 1998 წელს; გავლილი აქვს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგები: საადვოკატო უნარებში (2009), ადვოკატთა პროფესიული ეთიკის უნარებში (2012), ექსპერტებისთვის სასამართლო მართლწერის უნარებში (2012), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (2012); საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგი ადვოკატთა პროფესიული ეთიკის უნარებში (2012).

1997 წელს მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის  იურისტად; 1997-2003 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის იურისტად; 1998-2001 წწ. იყო თბილისის ეკონომიკისა და სამართლის სახელმწიფო კოლეჯის და ინსტიტუტის სამოქალაქო და საერთაშორისო სამართლის ლექტორი; 2000 წელს საქართველოს საკრებულოთა ასოციაციის მოწვეული ექსპერტი – სემინარი სიღნაღის რაიონში – "საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის საკანონმდებლო ბაზა და ურთიერთობა მოსახლეობასთან"; 2003-2011 წწ. საადვოკატო ბიურო "კონსტანტას" დამფუძნებელი, ადვოკატი; 2004-2005 წწ. საქართველოს მწერალთა კავშირის იურისტი; 2005 წელს შპს "სამართლისა და კანონიერების დაცვის" იურისტი; 2006 წელს შპს "საქაერონავიგაციის" ადვოკატი; 2007-2010 წწ. შპს G&S ინტერიერის დამფუძნებელი, დირექტორი; 2011-2013 წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსი. აქვს პედაგოგიური გამოცდილება: თბილისის გ. ტაბიძის სახელობის N51–ე საშუალო სკოლის სამართლის მასწავლებელი (2002); კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის მოწვეული ექსპერტი, თემა: ბიზნესის სამართლებრივი და ეთიკური გარემოს სწავლება (2002); ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია, ტრენერი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და სამართლებრივი მართლწერის საკითხებში (2011-2012); 2013 წლიდან აქვს სადვოკატო პრაქტიკა; 2017 წლიდან არის სასამართლო მედიატორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრაზიის საერთაშორისო თანამეგობრობა", დამფუძნებელი (2001-)
  • საქართველოს ადვიკატთა ასოციაცია, ერთ–ერთი დამფუძნებელი წევრი (2003-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ეთიკის კომისიის წევრი (2017-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ტელეფონი:577577117
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:http://www.konstantine.ge

გააზიარე: