The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიანი გელაშვილი

ვალერიანი გელაშვილი
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1937
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 2004  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მათემატიკოსი, მექანიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1961 წელს.

1955-1959 წწ. მუშაობდა რკინიგზის თბილისის უბნის ენერგომომარაგების ელექტრიკოსად, ორთქმავალ-ვაგონშმკეთებელი ქარხნის ზეინკლად; ელექტროტექნიკურ ამოცანათა წარმატებით ამოხსნისთვის 1955 წელს მიენიჭა საკავშირო ოლიმპიადის ლაურეატის წოდება და მესამე პრემია; 1959-1963 წწ. თბილისის საქალაქო ტრანსპორტის მთავარი სამმართველოს უფროს ელექტრიკოსად, 1961 წლიდან, ამ სამმართველოს მთავარ ენერგეტიკოსად; 1963 წლიდან  ქარხანა "მიკროძრავის" ტექნიკური განყოფილების უფროსად, სადაც მიიღო უშუალო მონაწილეობა პირველი მცირე სიმძლავრის მიკროელექტრო ძრავების კონსტრუქციების შექმნასა და წარმოების სამრეწველო ათვისებაში; მისი პირველი სამეცნოერო ნაშრომები მცირე სიმძლავრის მიკროელექტრო ძრავების კონსტრუქციების სრულყოფის საკითხებს მიეძღვნა; 1966-1969 წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტია; 1969-1971 წწ. ამავე ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, ხოლო შემდგომში კი უფროსი მეცნიერ მუშაკია; 1972-1978 წწ. იმყოფებოდა პარტიულ სამუშაოზე: მუშაობდა საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების ინსტრუქტორად, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილების ინსტრუქტორად; 1974 წერლს არჩეულ იქნა თბილისის პარტიის 26 კომისრის რაიკომის პირველ მდივნად; 1978-1984 წწ. ეწევა სამეცნიერო სამუშაოს: ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, როგორც დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში ხელმძღვანელობს ზემაღალი ძაბვის დენის წყაროების შექმნის მეცნიერულ მიმართულებებს; 1983 წლიდან მიენიჭა უფროსი მეცნიერ მუშაკის სამეცნიერო წოდებ; 1984 წლის დეკემბრიდან გადაყვანილი იქნა თბილისის სამსხმელო მოწყობილობების ქარხნის დირექტორად და მისი ძალისხმევით ამ ქარხნის ბაზაზე აშენდა საკავშირო მასშტაბით ერთადერთი უნიკალური რობოტებისა და სამრეწველო მანიპულატორების მწარმოებელი ქარხანა; სხვადასხვა წლებში იყო არჩეული თბილისის 26 კომისრის (ისნის), ოქტომბრის (ჩუღურეთის) რაიონული და საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; 1989 წელს დატოვა კომპოარტიის რიგები და აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. გამოქვეყნებული აქვს 168 მეცნიერული ნაშრომი მათ შორის 2 მონოგრაფია და 12 გამოგონება. ტქნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პერსონალური პენსიონერი (1988). ენერგეტიკოსი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გელაშვილთა საგვარეულო საზოგადოება "გელათი", დამფუძნებელი (1994-)
  • საქართველოს სახალხო ფრონტი, წევრი (1989-)
  • სსრ კავშირის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის სამეცნიერო სექცია "ელექტრო-იონური ტექნოლოგია სოფლის მეურნეობაში", წევრი (1982-)

გააზიარე: