The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გვენცაძე

ალექსანდრე გვენცაძე
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1993  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. ბარეული, ამბროლაურის რ-ნი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1929 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სამუშოდ დატოვეს უნივერსიტეტის ლექსიკოლოგიურ განყოფილებაში (ხელმძ. აკად. აკაკი შანიძე); 1930 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა: მასწავლებლობდა ჯერ გურჯაანში, შემდეგ სიღნაღის და ბოლოს თელავის პედაგოგიურ სასწავლებლებში; 1939 წლიდან თელავის პედაგოგიური ინსტიტუტში მოღვაწეობდა; პროფესორ-მასწავლებელთაგან ერთ-ერთი პირველთაგანი იცავს დისერტაციას, ხელმძღვანელობს სხვადასხვა სტრუქტურულ განყოფილებას; იყო ფაკულტეტის დეკანი; ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე; სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი; ჰქონდა უამრავი საზოგადოებრივი დატვირთვა; ავტორია ბევრი გამოქვეყნებული სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომისა, რომელთაგან რამდენიმე გამოიცა, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო: "ქართული ენის რიცხვითი სახელი", "ზოგადი სტილისტიკის საფუძვლები", "ხალხური ზეპირსიტყვიერების ენა, როგორც ლინგვისტური სტილისტიკის საგანი", "ილია ჭავჭავაძის პოემა "განდეგილის" სტილისტური ანალიზი" და სხვ.; სტილისტიკისადმი მიძღვნილ გამოკვლევებში ჩამოაყალიბა თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ერთურთისგან უნდა გაიმიჯნოს "ენის კულტურა" და "ენის სტილი", რითაც, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა ლინგვისტური სტილისტიკის ახალ მიმართულებას ქართულ საენათმეცნიერო აზროვნებაში; საინტერესოა მისი სტატია - "ვაჟა-ფშაველას სამი პოემა" ("სტუმარ-მასპინძელი", "ალუდა ქეთელაური", "გველის მჭამელი"), რომელიც გამოაქვეყნა თელავის პედინსტიტუტის შრომების III ტომში, 1959 წელს; კითხულობდა ლექციებს ფუნდამენტურ საენათმეცნიერო დარგებში; ხელმძღვანელობდა სტუდენტთა პედაგოგიურ პრაქტიკას; ლექციებს კითხულობდა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში; სისტემატურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებისა და სესიების მუშაობაში; ყოველწლიურად აწყობდა სტუდენტთა სამეცნიერო ექსპედიციებს, სადაც მოიძია უძვირფასესი მასალა კახური დიალექტისა და ფოლკლორის შესასწავლად; ამასთანავე ეძებდა და სწავლობდა მივიწყებულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს; თანამშრომლობდა რესპუბლიკურ და რაიონულ პრესასთან; ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა კახეთის რეგიონის სკოლებთან; ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო საბჭოს; იყო თელავის სახელმწიფო თეატრის მხატვრული საბჭოს წევრი. ღვაწლმოსილი პედაგოგი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.113.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწო უნივერსიტეტი, ერთ–ერთი დამაარსებელი
  • სასვენი და წერა-ბეჭდვის ტექნიკის წიგნები

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: