The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფადლა I (ქორეპისკოპოსი)

დაბადების თარიღი:8??
გარდაცვ. თარიღი:9??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

881-892წწ. იყო კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი); ეკუთვნოდა არევმანელთა საგვარეულოს. ფიქრობენ, რომ კახეთის მთავრის გრიგოლის შთამომავალი იყო. "მატიანე ქართლის" ცნობით, ფადლა I-ს პოლიტიკური ძალაუფლება ბრძოლით მოუპოვებია. გაუმარჯვებია დონაურებთან დინასტიურ ბრძოლაში. დონაურების მიერ სამთავრო ტახტის დაკარგვას გარდაბნელების განდგომა მოჰყოლია. ფადლა I-ს დაუმორჩილებია გარდაბნელები და თვით გარდაბანიც თავისი სამთავროსთვის შეუერთებია. "მატიანე ქართლისაჲს" ავტორის დახასიათებით, ფადლა I ყოფილა "კაცი ბრძენი და საქმის მეცნიერი".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.207


გააზიარე: