Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იესე ფალავანდიშვილი![]()
Biographyქართველი თავადი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. მან თავისი ძმის, თბილისის გუბერნატორის ნიკოლოზ ფალავანდიშვილის ჩაბმა მოინდომა შეთქმულებაში, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ძმის გავლენით თვითონვე გასცა შეთქმულება. მიუხედავად ამისა, მეფის მთავრობამ იგი დასაჯა შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. გადაასახლეს ფინეთში, შემდეგ ასტრახანში, სადაც იძულებით სამხედრო სამსახურს გადიოდა. შემდეგ მსახურობდა ტყეების ადმინისტრატორად პეჩორის ოლქში, სადაც თავისი მოღვაწეობითა და ეკოლოგიაზე ზრუნვით ადგილობრივი მოსახლეობის პატივისცემა დაიმსახურა. ყირიმის ომის (1853-1856) დროს მონაწილეობდა სანაპიროების გამაგრებაში, რისთვისაც სახელმწიფო ჯილდო დაიმსახურა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.214 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |