შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ფალავანდიშვილი![]()
ბიოგრაფია1804 წლიდან იყო რუსეთის ადმინისტრაციის სამსახურში. 1812 წელს კურიერად გაიგზავნა იმპერატორ ალექსანდრე I-თან, რათა ლენქორანის აღების ამბავი ეხარებინა. ფალავანდიშვილი ალექსანდრეს უკვე ევროპაში შეხვდა, ნაპოლეონის წინააღდმდეგ ლაშქრობის დროს, შეუერთდა არმიას და მოკავშირეთა ჯარებთან ერთად 1814 წელს პარიზში შევიდა. კავკასიის თავისებურებებისა და რუსული ენის კარგი ცოდნის გამო ნდობით სარგებლობდა რუსეთის მეფისნაცვალთა კარზე. 1832-1837 წლებში ფალავანდიშვილი იყო თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი. 1832 წელს ძმამ, იესე ფალავანდიშვილმა სცადა ნიკოლოზი ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულებაში ჩაება, თუმცა ნიკოლოზისვე ზეგავლენით მან შეთქმულები გათქვა. ლუკა ისარლოვის მიერ ჩაწერილი ფალავანდიშვილის მოგონებები 1900 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "კავკაზსკი ვესტნიკში". ნიკო ფალავანდიშვილს ცოლად ჰყავდა (1834 წლიდან) მარიამ ლუარსაბის ასული ორბელიანი (1817-1851). მათი ქალიშვილი მაკრინე დაქორწინდა თავად ალექსანდრე ესტატეს ძე ორბელიანზე. ქართველი თავადი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე, ბიბლიოფილი და ხელნაწერთა შემგროვებელი. წყარო: Из Воспоминаний бывшего грузинского губернатора, князя Н.О. Палавандова/ Исарлов Л.С.- Кавказский вестник, № 4. 1900; vostlit.info
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |