The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ბაღაშვილი

სხვა სახელი:ბერიკაცი  (ფსევდონიმი)
ბაგაევი  (შეცვლილი სახელი)
ბაღაევი  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბე, ქიზიყი, სიღნაღის რაიონი.

1880-იან წლებში სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში ინსპექტორად მსახურობდა. ამხელდა მთავრობის მოხელეთა უსმართლობას. იყო თბილისის უსინათლოთა სკოლის ინსპექტორი, შემდეგ იმავე თანამდებობაზე მუშაობდა გორშიც. 1886 წლიდან სიღნაღის სკოლაში ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე სიმღერა-გალობის თანხლებით უფასო ლიტერატურულ საღამო-წარმოდგენებს აწყობდა. ჟურნალ "მოგზაურში" "ბერიკაცის" ფსევდონიმით კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა. სახალხო სკოლებისათვის შეადგინა ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონი. კორესპონდენტი, ლექსიკოგრაფი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი. -თბ.,2018.-გვ.328

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გორის განყოფილება, წევრი (1910-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: