The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ბაღაშვილი

დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1880
გარდაცვ. თარიღი:16 მაისი, 1936  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტრე-პავლეს სასაფლო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, მუშა

ბიოგრაფია

სასცენო მუშაობა 1897 წელს, ტფილისის პოლკის ყაზარმაში, იოსებ იმედაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. 1898 წლიდან მონაწილეობდა სახალხო წარმოდგენებში. 1091-1906 წწ. მურაშკოს თეატრში (პეტრე-პავლეს უბანი) მთავარ როლებს ასრულებდა. 1906-1911 წწ. ავლაბრის (არაქსიანის) თეატრში მონაწილეობდა, 1909 წლიდან სახალხო წარმოდგენებს ხელმძღვანელობდა. 1911-1914 წწ. კოტე შათირიშვილის რეჟისორობით გამოდიოდა სახალხო სახლში. 1914 წელს ვლადიკავკაზში, სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა სცენისმოყვარეთა დასი და 1919 წლის ბოლომდე წარმოდგენებს მართავდა, 1919 წელს სახკვების კავშირის წევრებისაგან დაარსა სცენის მოყვარეთა წრე, თავისი დასით პროვინციებშიც გამოდიოდა. 1920-1928 წწ. მუშათა თეატრებში (ხელოსანთა ცენტრალურ, ტყავ-ტრესტის, მკერავთა და ორთაჭალის მუშათა კლუბებში), როგორც რეჟისორი და მსახიობი სრულიად უფასოდ მონაწილეობდა. შესრულებული აქვს როლები: ლევანი ("სამშობლო"), გაიოზი ("და-ძმა"), კარლოსი ("ყაჩაღები"), ტოტოღა (ანტონ ფურცელაძის "ავაზაკნი"), არესნა, გულიელმო ("ორი დარაჯი"), მენაბდიშვილი ("მეზობლები"), პოლ ბერნიე ("პარიზის ღარიბ-ღატაკნი"), პეპო და სხვ. 1901-1918 წწ. მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, პარტიული განხეთქილების შემდეგ - როგორც ბოლშევიკი.  1923 წლის 22 ოქტომბერს თბილისის ოპერის თეატრში ხარფუხის ქართულმა დრამატულმა წრემ სახალხო სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გაუმართა. საქართველოს სახალხო არტისტის სპარტაკ ბაღაშვილის მამა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი. -თბ.,2018.-გვ.329

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ხელოვნების მუშაკთა კავშირი, წევრი

გააზიარე: