The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ცინცაძე

ლევან ცინცაძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისი სახელმწიფო კონსერვატორიის სიმებიან საკრავთა განყოფილება, ვიოლინო 1982 წელს; კრემონას (იტალია) სტრადივარიუსის სახელობის ხემიან საკრავთა დამზადების საერთაშორისო ინსტიტუტი 1996 წელს.

1982-1988წწ. მუშაობდა თბილისის კამერულ ორკესტრში "თბილისის კამერატა"; 1985-1989წწ. VIII სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგად; 1990-1991წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვში; 1992-2000წწ. სახელმწიფო ტელე-რადიოს ინსტრუმენტების შემოქმედებით სახელოსნოებში; 1992-1996წწ. კრემონას სტრადივარიუსის სახელობის საერთაშორისო ინსტიტუტში; 1996-2000წწ. სხვადასხვა კრემონელ ოსტატთა შემოქმედებით სახელოსნოებში (გ.ბ. მორასსი, მ. ნეგრონი, ჩ. ამიგეტტი). შექმნილი აქვს მრავალი კლასიკური ხემიანი ინსტრუმენტი (ვიოლინოები, ალტები და ჩელოები). მათზე უკრავენ მრავალი ქვეყნის მუსიკოსები. მის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი "Liutaio" (რეჟისორი ჯ. ებრალიძე). მისი ბიოგრაფია შესულია წიგნში "მეოცე საუკუნის კრემონელი ოსტატები" (1998) და მსოფლიო კატალოგში "Strad Directory". ივანე ჯავახიშვილის შთამომავალი (ქალიშვილის, ნათელა ჯავახიშვილის შვილიშვილი), მუსიკოსი, კლასიკურ ხემიან საკრავთა დამამზადებელი, რესტავრატორი, ექსპერტი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.541; kvirispalitra.ge


გააზიარე: