შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ფანასკერტელი![]()
ბიოგრაფიაXII საუკუნის 80-იან წლებში, როგორც ჩანს, იგი ტაოს გამგებლის და შავშეთ-კლარჯეთის დიდი ფეოდალის გუზან აბულასანისძე ტაოსკარელის ყმა-ვასალი იყო. ფანასკერტელი აღზევდა მას შემდეგ, რაც დიდი სამსახური გაუწია თამარ მეფეს მეამბოხე გუზანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობით, ზაქარიამ შეიპყრო გუზანი და მიჰგვარა მეფეს. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს უწყალობა თამარმა ფანასკერტელს სამამულედ ციხე-ქალაქი ფანასკერტი, რის შემდეგადაც ასპანისძეთა ეს განშტოება იწოდა ფანასკერტელებად. თამარის მეორე ისტორიკოსის ცნობით, ფანასკერტელი მონაპირეობდა შავშეთიდან სპერამდე, ე.ი. მისი საერისთავო ხელისუფლება ვრცელდებოდა შავშეთ-კლარჯეთ-ტაო-სპერზე. იმავე ისტორიკოსის ცნობით, ფანასკერტელი იყო სახელოვანი მოლაშქრე. მას აუღია ბანა, ხახული და სხვა მრავალი ციხე და ადგილი. ფანასკერტელის არც წინაპრებზე და არც შთამომავლობაზე წყაროებში არ შემოგვრჩენია ცნობები. გამოთქმულია მოსაზრება, რომ შესაძლებელია მისი მშობლები იყვნენ XII საუკუნის ერთი ხელნაწერის მინაწერში მოხსენიებული "პატრონი ასპან და მისი მეუღლე ელენე" (დ. ბერძენიშვილი). ასევე შესაძლებელია მისი შვილი (ან შვილიშვილი) იყოს XIII საუკუნის II ნახევრის მოღვაწე გრიგოლ ფანასკერტელი. XII-XIII საუკუნეების სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი. შავშეთის ფეოდალური საგვარეულოს - ასპანისძეთა წარმომადგენელი. ფანასკერტელთა ფეოდალური სახლის ფუძემდებელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.217
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |