შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თაყა ფანასკერტელი![]()
ბიოგრაფიათაყას წინ ფანასკერტელად ჩანს გრიგოლი, რომელიც შესაძლებელია თაყას მამა იყო. ფანასკერტელს ცოლად ჰყოლია დემეტრე II თავდადებულის ქალიშვილი რუსუდანი. ფანასკერტელს 1306 წელს თორთომის ციხესთან ბრძოლა გაუმართავს სამხრეთ საქართველოში აზატ მოსეს ხელმძღვანელობით შემოჭრილ რუმის თურქთა მრავალრიცხოვანი ლაშქრისათვის. მან დიდი ზიანი მიაყენა მტერს, მაგრამ მრავალრიცხოვნობის გამო ვერ სძლია და ვერ განდევნა. თორთომის ციხესთან ფანასკერტელის ბრძოლა, მკვლევართა აზრით (დ. ბერძენიშვილი), მოწმობს, რომ ეს ციხე მას ეკუთვნოდა. ფანასკერტელი სამცხის მთავრის ბექა I ჯაყელის თანამედროვეა და შესაძლებელია მისი ყმა-ვასალიც იყო, მასთან ერთად ებრძოდა თურქებს. თაყას მომდევნო ფანასკერტელი ამირღამბარი, რომელიც, როგორც ჩანს, თაყას შვილი იყო. XIII-XIV საუკუნეების სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი, შავშეთისა და ტაოს მემამულე. ტაოს ერისთავი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.217
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |